თამთა მეგრელიშვილი: მიდის რევოლუციისთვის ნიადაგის შემზადება - ახალგაზრდებო, გონს მოეგეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ შემტევ იარაღად გიყენებთ, საქმეს გაგაკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დაგტოვებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2024, 13:45
პოლიტოლოგ ჯინ შარფის 198 -წესი საკუთარ სამოქმედო გეგმად აქცია პოლიტიკურად გახრწნილმა ოპოზიციამ და საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებულმა ახალგაზრდებმა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 198 წესიდან, წესების დიდ ნაწილს ახალგაზრდებს ამოფარებული პოლიტიკური ძალები სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ. ისინი მიყვებიან ამ გაწერილ გეგმას და ახალგაზრდების ენერგიას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისაკენ მომართავენ.

მეგრელიშვილი აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს მიმართავს და სთხოვს გონს მოეგონ, რადგან მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან პოლიტიკურად მიტმასნილი პოლიტიკური ჯგუფები ახალგაზრდებს შემტევ იარაღად იყენებენ, საქმეს გააკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დატოვებენ.

„გეგმის მიხედვით სამოქმედო ასეა:
იწყება ფორმალური განცხადებებით
საჯარო გამოსვლები
ოპოზიციის ან მათი მხარდაჭერის წერილები
ორგანიზაციებისა და დაწესებულებების დეკლარაციები
ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
საბრალდებო დასკვნისა და განზრახვის დეკლარაციები
ჯგუფური ან მასობრივი შუამდგომლობები - პეტიციები
გრძელდება კომუნიკაციით ფართო აუდიტორიასთან
ლოზუნგები, კარიკატურები და სიმბოლოები
ბანერები, პლაკატები და ნაჩვენები კომუნიკაციები
ჰაერში და მიწაზე განთავსებული რეკლამა
სიმბოლური საჯარო აქტებით ხდება
დროშებისა და სიმბოლური ფერების ჩვენება
სიმბოლოების ტარება
ლოცვა და თაყვანისცემა
სიმბოლური საგნების მიწოდება
გათვალისწინებულია ზეწოლა ინდივიდუალურად
ნადირობა“ ოფიციალურ თანამდებობის პირებზე
თანამდებობის პირების მიმართ დამცინავი რიტორიკა
პიკეტირება
მსვლელობები
რელიგიური მსვლელობები
გამოყვანა და უარის თქმა
გაფიცვები
ამბოხი
მჯდომარე აქცია
სეირნობით მსვლელობა აქცია
შეტევითი აქცია
ლოცვა აქცია და სხვა.

198 წესიდან, წესების დიდ ნაწილს ახალგაზრდებს ამოფარებული პოლიტიკური ძალები სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ.

ისინი მიყვებიან ამ გაწერილ გეგმას და ახალგაზრდების ენერგიას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისაკენ მომართავენ.
მიდის რევოლუციისთვის ნიადაგის შემზადება და სახელმწიფო ინსტიტუციებთან თამაში, ისინი ელოდებიან რომ მათ ეს გამოუვათ.

ახალგაზრდებო, მოგმართავთ თხოვნით-გონს მოეგეთ! "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დღეს პოლიტიკურად მიტმასნილი პოლიტიკური ჯგუფები თქვენ შემტევ იარაღად გიყენებენ, საქმეს გაგაკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დაგტოვებენ.
თქვენ მხოლოდ ცოცხალი იარაღი ხართ მათ ხელში რომლიდანაც თუნდაც რამდენიმე მსხვერპლი რევოლუციიათვის აუცილებლად გასაღები სისხლია და სხვა არაფერი.“-წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ევროკომისიის პრეზიდენტი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ საკითხად აქცევს, შესაბამისად, კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული?
ვლადიმერ ბოჟაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დეპოში ხართ ქალბატონო სალომე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დეპოში!
ზაალ ანჯაფარიძე: უცხოური გრანტების გამოყენების არაერთი უცნაური და კომიკური ისტორიის მომსწრე ვარ - ერთმა გრანტით საკუთარი ქორწილი დაიფინანსა, მეორემ ინტერნეტ-კაფე მოაწყო
სირცხვილია დეკლარაციის წარდგენას და გამჭირვალობას რომ ვაპროტესტებთ! არა რუსებს, არა ამერიკას და არა ყველას ვინც ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის არევას მოინდომებს! ჩვენ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
არქივი