2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
478 30 იანვარი 2022, 14:23

ჩინეთში 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

Reuters-ის ინფორმაციით, სულ ინფიცირებულია 34 პირი, რომელთაგანაც 13 სპორტსმენია, თამაშებში აპირებენ მონაწილეობას, დანარჩენი ინფიცირებულები კი პერსონალის წარმომადგენლები არიან.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ისინი მაქსიმალურად იცავენ რეგულაციებს.

ოლიმპიადის უცხოელი მონაწილეები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტით გადაიყვანეს და ერთმანეთისგან იზოლირებულ ნომრებში ჰყავთ.

ამასთან, თამაშებთან დაკავშირებული თითოეული პირი, მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც, ყოველდღიურად იტესტებიან. სპორტსმენებს ოლიმპიადის ფარგლებში ოლიმპიური სოფლის დატოვება და ქალაქში გასვლა აკრძალული აქვთ. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და 20 თებერვალს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი