ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი ვერცლის მედლის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
457 30 მარტი 2022, 23:26

ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ქართველი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი   ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდა და ანგარიშით 2:5 დამარცხდა.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზეს ახალგაზრდა მოჭიდავეებმა გიორგი სულავამ და მირიან მაისურაძემ. სულავამ სომეხი ჰრაირ ალიხანიანი 16:5 დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მირიან მაისურაძემ კი გამოცდილ მოლდოველ გეორგი რუბაევს 7:2 სძლია და მესამე ადგილზე გავიდა.

უნგრეთის დედაქალაქში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მთლიანობაში ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.

ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე 1 აპრილიდიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. ქართველი სპორტსმენები ათივე წონით კატეგორიაში გამოვლენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი