ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
335 10 ივლისი 2022, 19:17

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეა. ტურნირზე შვიდი ქართველი ძიუდოისტი ხუთ წონით კატეგორიაში გამოვიდა, რომელთაგან სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა.

შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა ღვინიაშვილმა 90კგ. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა უნგრელი ნერპელი ულამაზესი გდებით დაამარცხა.

რამდენიმე წუთში გრანდ სლემზე 100კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე იაპონელი კენტარო იიდა იქნება. მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

  ბუდაპეშტის გრანდ სლემზე ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი აქვთ უკვე მოპოვებული.  ლუხუმ ჩხვიმიანი და ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლის მედალოსნები გახდნენ, ხოლო ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60კგ) კი მესამე ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი