ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები (ხმლით ფარიკაობა) გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 08 მარტი 2024, 21:15

პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები (ხმლით ფარიკაობა) გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ჩვენმა პარამოფარიკავეებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირის ნახევარფინალში პოლონეთის გუნდთან ანგარიშით 43:45 წააგეს და მესამე ადგილზე გავიდნენ.

ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი განაგრძობენ ასპარეზობას კონტინენტის პირველობაზე. ხვალ,9 მარტს ჩვენი გოგონები რაპირით ბრძოლაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ევროპის ჩემპიონატზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი