ჯაბნიაშვილმა და თუშიშვილმა ლინცის გრანპრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 10 მარტი 2024, 22:18

ავსტრიის ქალაქ ლინცში დასრულებული გრანპრი​ს დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გამოცდილ უნგრელ ძიუდოისტს, კრისტიან ტოტს მოუგო, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ფინალურ ბლოკში ისრაელის წარმომადგენელ შმაშილინს სძლია.

დღეს გრანპრიზე გამომსვლელი სამი ქართველი – სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიულ ტურნირზე რვა ძიუდოისტით იასპარეზა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ლინცის გრანპრიზე ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებაზე დიმიტრი გოჩილაიძემ და ზაურ დვალაშვილმა (ორივე – 81 კგ) ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი