ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ სტუდენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 11 მარტი 2024, 19:50
დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურ და სპორტულ თემატიკაზე მრავალი წიგნის და გამოცემის ავტორმა სტუმრებს გააცნო ინფორმაცია ოლიმპიზმის ისტორიისა და ქართული სპორტის წარმატებების, ჩვენი ოლიმპიური მედალოსნების შესახებ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს ახალ ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და ინფორმაციული მასალა, რომლებიც დამთვალიერებლებს მოუთხრობს ანტიკური და თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ისტორიაზე, საერთაშორისო ოლიმპიურ ორგანიზაციებზე, სეოკ-ის დაფუძნებაზე, გამოჩენილ ქართველ ოლიმპიელებზე, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის მნიშვნელოვან ამბებზე.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია“ ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონების დავით ხახალეიშვილის და ზურაბ საკანდელიძის შესახებ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი