გიორგი ჩაკვეტაძე “ბიემჯის” სტატიაზე: ასე აკეთებენ “ნაცები” ფეიკ ნიუსს, ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის იქნებ ეგეც გენახათ, მარტივად გადამოწმებადია პირადი ნომრით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
224 14 აგვისტო 2024, 21:48
ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, “ბიემჯის” სტატიას, სადაც საუბარია, რომ ჩაკვეტაძემ მმართველ პარტიას წლიურ სადეპუტატო ხელფასზე 13.8%-ით მეტი თანხა შესწირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ჩაკვეტაძის განცხადებით, პარტიის შემომწირველი რომ სხვა გიორგი ჩაკვეტაძეა, პირადი ნომრით მარტივად გადამოწმებადი იყო, თუმცა “ბიემჯიმ” ფეიკ-ნიუსი გაავრცელა.


“ასე აკეთებენ ნაცები ფეიკ ნიუსს.

დეკლარაციის შევსება რომ არ გინდათ და ლამის ქვეყანა გადააყოლეთ ეს გავიგეთ.

ჩემს დეკლარაციას კარგად კითხულობთ, მაგრამ სხვა გიორგი ჩაკვეტაძე რომ არის იქნებ ეგეც გენახათ. მარტივად გადამოწმებადია პირადი ნომრით.

ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და შესაბამისად, ბევრ ჩვენს მოქალაქეს აქვს სურვილი პარტიას თავისი დანაზოგი შესწიროს! 

მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩემი მოსახელე და მოგვარე აღმოჩნდა. 

BMG • ბიემჯი ხელფასების დათვლას, პასუხი გაგვეცით, ვისი ბრალია?! ეს ვისი ბრალია?! “ - წერს ჩაკვეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი სოსიაშვილი: ოპოზიციას ვერ დავარქმევთ ჩვენ ამ ექსტრემისტებს, რომლებიც ხან ტერორიზმში დაადანაშაულებენ საკუთარ სამშობლოს, ხან რას
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ძალიან ნათლად ჩანს, რომ დიდ სიყალბესთან გვაქვს საქმე
ლევან მაჭავარიანი პატრიცია გჟებიკზე: ეს ქალბატონი არის პოლონეთის მთავრობასთან ძალიან დაახლოებული პირი, ჩვენ კარგად გვახსოვს პოლონეთის პოზიციები, ისინი გამოკვეთილად გულშემატკივრობენ მიხეილ სააკაშვილს
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
არქივი