ლიეტუვა მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
147 09 სექტემბერი 2024, 19:23

ლიეტუვა მოსახლეობის მასობრივი ევაკუაციის ეროვნულ გეგმას შეიმუშავებს, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. აგნე ბილოტაიტეს თქმით, ქვეყანას ამჟამად უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ევაკუაციის ეროვნული მასშტაბის გეგმა და უნდა იყოს მზად მისი განხორციელებისთვის.

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ კიბერთავდასხმების გამო მოსახლეობის უსაფრთხოება პრიორიტეტული საკითხი გახდა.

„უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება. ჩვენი რეგიონის ქვეყნები ჰიბრიდული და დეზინფორმაციული შეტევების ობიექტები არიან. დივერსია ჩვენი ახალი რეალობაა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, ამიტომ დღეს სამოქალაქო დაცვა პრიორიტეტია“, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, აგნე ბილოტაიტეს განცხადებით, ეროვნული დონის სამოქალაქო დაცვის გაძლიერება საკმარისი არ არის, ამიტომ გადაწყდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად მუშაობა, ასევე ევროკავშირისგან დაფინანსების მოთხოვნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაერო-ში ირანის ელჩი - არასდროს დავუშვებთ უცხო ძალის ჩარევას ჩვენს შიდა საქმეებში, ირანის ხელმძღვანელობის არჩევა მოხდება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციური პროცედურებით
ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გერმანია ყოველთვის ისრაელის გვერდით იდგება
ირანზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის 200 არასრულწლოვანია
თეთრი სახლის სპიკერი: ირანის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ოთხიდან ექვს კვირამდე იქნება საჭირო
არქივი