ირაკლი კობახიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და საქართველოს დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 10 სექტემბერი 2024, 20:25
საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენისას.

„როგორც მოგეხსენებათ დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენი გუნდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულს. ვიდრე სიის წარდგენას შევუდგებით, გვინდა შეგახსენოთ განვლილი 4 წელიწადი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი, რომელიც იყო აღსავსე ურთულესი გამოწვევებით ჩვენი ქვეყნისთვის.

ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარალელური ხმის დათვლის გაყალბება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და პარლამენტის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. ასევე, ყველას გახსოვთ საბოტაჟის გარე მხარდაჭერა და 19 აპრილის გარედან თავსმოხვეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სამ მიზანს ისახავდა: რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, სასამართლოზე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე რადიკალური ოპოზიციის კონტროლის დამყარებას. ყველას გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაც, რამაც ქვეყნის განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა და სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა.

ყველას გახსოვთ შუალედში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღალატი, რასაც რადიკალური ოპოზიციის მფარველების გათვლით, „ქართული ოცნების“ გუნდი უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე უნდა მიეყვანა.

საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ყველა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების“ გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან“, - აღნიშნა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი