კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
231 17 იანვარი 2025, 15:19

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია, - განაცხადა მან მედიასთან საუბრისას.

კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით სარგებლობს თუ აქვს სხვა ტიპის დოკუმენტიც, მაგალითად, იტალიის მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, კახა კალაძის თქმით, იტალიაში არც სახლი აქვს და არც ბინადრობის უფლება.

„მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მაქვს სხვა ქვეყნის პასპორტი. არც იტალიაში ბინადრობის უფლება მაქვს, არც სახლი მაქვს. როდესაც საქართველოში წამოვედი, იტალიაში სახლი გავყიდე. სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, სხვებისგან განსხვავებით, არც რუსეთის მოქალაქე ვარ და რომც მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რა პრობლემაა? ჩემი ერთადერთი სამოგზაურო დოკუმენტი არის ქართული პასპორტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გოგა გულორდავა - მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას
ვოლოდიმირ ზელენსკი - კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
არქივი