ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ. ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს - ამისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
180 17 იანვარი 2025, 15:22

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.

ილჰამ ალიევმა პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ორიოდე თვის წინ შეგხვდით ბაქოში და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ COP2029-ში მონაწილეობისთვის, რომელიც ბაქოში გაიმართა. ათი თვით ადრე თქვენ აზერბაიჯანში ბრძანდებოდით. ბოლო ათი თვის განმავლობაში მესამე ვიზიტია აზერბაიჯანში და ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან ღრმა და არსებითია ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს კონკრეტული ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საქართველოში გაიმართა, ეს თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია და ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოგილოცავთ გამარჯვებას „ქართულ ოცნებას“, პარტიას, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და გისურვებთ თქვენ და თქვენს მთელ გუნდს განახლებულ წარმატებას. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ და ეს არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს და ამ გადაწყვეტილებისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაზე: როცა ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ, გულწრფელები ვართ, უნდა ვეძებოთ, სად გადაიკვეთება ჩვენი ინტერესები ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთნდობაზე - ეს პროცესი დაიწყო
მიხეილ ყაველაშვილი: რადიკალური ფრთა ხომ ერთი და იგივე სახელებია დაახლოებით 15-20 წელია, არც იცვლებიან. ისინი არიან მარტო სახელებით, გვარებით და პასპორტით ქართველი ადამიანები, დანარჩენი არაფერი სცხიათ ამ ქვეყნისა იმდენად დეგრადირდნენ
გია აბაშიძე: ვითომ „არალეგიტიმური“ პრეზიდენტ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში, გლობალურ სამიტში „ერთად უკეთესი მომავლისთვის“. თვითმოტყუებულ ნაცსექტაში რა ხდება?
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, პასუხს ვერ სცემდა, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული
არქივი