ბექა ლილუაშვილი - იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე შემცირდება, რაც ისტორიული მინიმუმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1278 28 მაისი 2020, 14:07

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7  პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა მნიშვნელოვანი შეღავათით სარგებლობა შეეძლება.

„საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, დეველოპერულმა სექტორმა. ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები. ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ უფრო მეტად ხელმისაწვდომი. ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის, საქართველოს მთავრობა განახორციელებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც განზრახული აქვს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ბინის ყიდვა, მნიშვნელოვანი შეღავათები იქნება ხელმისაწვდომი, თუ ისინი წლის ბოლოს აიღებენ იპოთეკურ სესხებს, უძრავი ქონების შესაძენად.

რაც შეეხება კონკრეტულად სუბსიდირების ნაწილს, მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ დაახლოებით, საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება 7 პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი. არასოდეს დენომინირებულ ლარში აღებულ სესხებზე მსგავსად დაბალი საპროცენტო განაკვეთი არ ყოფილა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას.

„სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 000 ლარამდე სესხის აღებას და სესხის სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან, ანუ მოქალაქის მიერ სესხის აღებიდან ხუთი  წლის განმავლობაში. რატომ ხუთო წლის განმავლობაში – მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხანგრძლივობა შეიძლება, იყოს 10 წლიანი ან 15 წლიანი, პირველი 5 წელი არის ის პერიოდი, როდესაც მსესხებელი ყველაზე მეტ საპროცენტო ხარჯს გასწევს და სახელმწიფო ეხმარება მას, რომ ამ საპროცენტო ხარჯი შეუმსუბუქოს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ეროვნული ბანკი - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
არქივი