გურამ მაჭარაშვილი: „ხალხის ძალა“ USAID-ისა და იქიდან წამოსული შავი ფულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვაწვდიდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
230 04 თებერვალი 2025, 18:00

„ხალხის ძალა“ USAID-ისა და იქიდან წამოსული შავი ფულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ ვაწვდიდით. ჩვენი განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით ერთი-ერთში ჩაჯდა რუბიოს, ტრამპისა და მასკის განცხადებების შინაარსთან, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ის დრო, როცა, მათ შორის, ევროკავშირში, ყველა ბიუროკრატს მოუწევს ან თანამდებობიდან წასვლა, ან იმ რეალობის აღქმა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სუვერენიტეტი აქვს.

„USAID-ი არის სახელმწიფო სააგენტო აშშ-ში, რომელიც ამერიკელების მიერ გადახდილ ფულს სხვა ქვეყნებში აგზავნის არეულობებისა და რევოლუციების მოსაწყობად.

ოპონენტებს მინდა მივმართო - ჩვენს, „ხალხის ძალის“ განცხადებებზე რომ ამბობდნენ, ანტიამერიკულიაო, ახლა იმავეს და უფრო მკაცრ განცხადებებს რომ აკეთებენ მასკი, ტრამპი და რუბიო, მათზე რატომ არ ამბობენ იმავეს? მეტიც, დღეს ურუსლა ფონ დერ ლაიენმა ანტიამერიკული განცხადება გააკეთა, რომ აშშ-დან თუ იქნება თავდასხმები ევროკავშირზე, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთო. ეს რა არის? გამოვიდნენ ახლა და დაგმონ ეს მართლა ანტიამერიკული განცხადებები.

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, აუცილებლად დადგება ის დრო, როცა, მათ შორის, ევროკავშირში ყველა ბიუროკრატს მოუწევს ან თანამდებობიდან წასვლა, ან იმ რეალობის აღქმა, რომ ყველა ქვეყანას თავისი სუვერენიტეტი აქვს, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ დათმობებზე არ წავა
უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
არქივი