გივი მიქანაძე: USAID-ის მიერ, თითქმის 42 მილიონი დოლარი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით იყო გამოყოფილი. აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ არეულობა და გარკვეული საპროტესტო ფონი შექმნათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 04 თებერვალი 2025, 18:24

მას შემდეგ, რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, დასტურდება, რომ კონკრეტული დონორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის პოლიტიკურად აფილირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალმილიონიანი დაფინანსება, რომელთა მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური სცენარი წარმართულიყო, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ლეგიტიმური გზით არჩევნებს სასურველი ძალები ვერ მოიპოვებდნენ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 42 მილიონი დოლარი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ არეულობა და გარკვეული საპროტესტო ფონი შეექმნათ. ჩვენ ამას ვამბობდით, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვცდილობდით საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი წარმოგვეჩინა და ახლა უკვე აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანა.

კიდევ ერთხელ მტკიცდება, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება სწორედ ამ ფარული დაფინანსებებისა და დაგეგმილი აქტივობების საჯაროდ გამოტანა იყო მიზანი ამ კანონის, რომელსაც ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერები და პატრონები საზღვარგარეთიდან“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატო-ს სამხედრო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცესთან ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს
კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა - ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!
დონალდ ტრამპი - არსებობს მხოლოდ ორი სქესი - ქალი და კაცი
არქივი