ვიღაცას, შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას – სიმართლის სახეში მიხლა გახარიასთვის თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 17 თებერვალი 2025, 14:43

მიუნხენის კონფერენციაზე ყველაზე თვალსაჩინო ბატონი ვენსის გამოსვლა იყო. ყველას მოვუწოდებ, ამას მიაქციონ ყურადღება, როგორი მკაცრი ტონით ელაპარაკა ევროკავშირს და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ახსნა, რომ სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიაში. ევროკავშირი იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს სცილდება, რაზეც დგას და რატომაც შეიქმნა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია იმით, რომ რამენაირად საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია მოახდინოს.

„რაც შეეხება დახვედრებს, ეს ჩვენი ხელწერა არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება. ეს რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა. მილიონ 120 ათასი ამომრჩეველი გვყავს და თუ მათ რაიმეს თქმა უნდათ გახარიასთვის თუ სხვისთვის, არავის უფლება არ აქვს, რომ ამ მოქალაქეს „ტიტუშკა“ ან „დაქირავებული“ დაარქვას. ვიღაცას, შეიძლება, კვერცხის სროლის სურვილი გაუჩნდეს და ვიღაცას – სიმართლის სახეში მიხლა გახარიასთვის თუ რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლისთვის, რომლებიც დაკავებული არიან ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრით. ეს ადამიანები დაკავებული არიან, რომ რამენაირად საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, მოქალაქეები უკმაყოფილოები იქნებიან და შესაბამისს პასუხებსაც სცემენ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიას აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.

ამასთან, „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას და მათ თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს ​მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნებისას „აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
საქართველოშო მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეები ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით ვუსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს-პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსსა და სულიერ წინამძღვარს
მოჯტაბა ხამენეი იმუქრება, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის მკვლელები „საფასურს გადაიხდიან“
არქივი