EBRD მზადაა, საქართველოზე გამავალი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოების პროექტი სიღრმისეულად შეაფასოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 03 მარტი 2025, 14:10
EBRD სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოების პროექტის დაფინანსების პირობებს ასახელებს. აზერბაიჯანში EBRD-ის ოფისის ხელმძღვანელმა ნატალი მოურავიძემ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომევროპული რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის (SGC) გაფართოების პროექტზე სიღრმისეული შეფასება ჩაატაროს.

„SGC-ის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეკუთვნის. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ EBRD-ს მიმართონ დაფინანსებისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ მათთან პროექტის შესაფასებლად, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის - მათ შორის, პარიზის შეთანხმების ვალდებულებების გათვალისწინება მოგვიწევს,“ - აღნიშნა მოურავიძემ.

ცნობისთვის, სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მარშრუტია.

სამხრეთის გაზის დერეფნით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხორციელდება.

პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.

 სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პროექტის გაფართოებას მხარს უჭერდა და მიიჩნევდა, რომ „ის წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და კასპიის რეგიონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაში დასავლეთთან.“
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას
სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
„ფიჩის“ შეფასებაში აღნიშნულია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება
დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა
არქივი