27 აგვისტოს „ბლექ სი არენა“ Empire of the Sun-ს უმასპინძლებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 11 მარტი 2025, 10:57
27 აგვისტოს „ბლექ სი არენის“ (Black Sea Arena) ეზოში მდებარე ფრონტ სტეიჯი (Front Stage) ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, Empire of the Sun-ს უმასპინძლებს. Glastonbury-ს, Coachella-ს, Lollapalooza-სა და სხვა მასშტაბური ფესტივალების ჰედლაინერი ბენდი ამჯერად ქართველი მელომანების წინაშე წარდგება.

Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის მიერ შექმნილი დუეტი პირველად 2008 წელს სადებიუტო ალბომით Walking on a Dream გამოჩნდა და მსმენელთა გულები მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები: Walking on a Dream და We Are the People მათი წარმატების მხოლოდ დასაწყისი იყო; თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, Empire of the Sun-ი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

„ჯგუფის წევრები სხვადასხვა დროს წარმატებული პროექტების, Pnau-სა და The Sleepy Jackson-ის უკანაც იდგნენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი დისკოგრაფია ელექტრონული მუსიკის, როკისა და ელექტროპოპის გავლენას განიცდის. სამი წარმატებული ალბომის შემდეგ Empire of the Sun-ი შარშან ახალი სტუდიური ჩანაწერით, Ask That God-ით დაგვიბრუნდა და მსოფლიო ტურნეც დაიწყო. ძალიან გვიხარია, რომ ქართველ მსმენელთან ბენდის პირველი შეხვედრა Front Stage-ზე 27 აგვისტოს შედგება“, – აცხადებენ „ბლექ სი არენაში“.

ბილეთების გაყიდვა 14 მარტს, 10:00 საათზე პლატფორმა TKT.ge/EOTS დაიწყება. თუმცა „ბლექ სი არენაში“ Starring Georgia-ს მუსიკალური ოდისეის ლოიალურ თანამგზავრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლონ Pre Sale-ით  და ერთი დღით ადრე შეიძინონ ბილეთები. „თუ უკვე ფლობთ Starring Card-ს, 13 მარტს 09:00 საათზე არ გამოტოვოთ სპეციალურად ჩვენი ლოიალური მომხმარებლებისთვის შექმნილი შესაძლებლობა, შეიძინოთ ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთები“, – აღნიშნავენ „ბლექ სი არენაში“.

„საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, პროექტი Starring Georgia გრძელდება. უცვლელი რჩება ჩვენი კამპანიის მთავარი მიზანი: ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი მუსიკოსების საკუთარ ქვეყანაში მოსმენა; განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი და გასართობი ინდუსტრია და ხელი შევუწყოთ საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

2025 წელს მუსიკალური ორბიტის მთავარ როლში საქართველო და გურიაა!“ – აცხადებენ „ბლექ სი არენაში“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი