შვედეთის პრემიერი - ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში საქართველო დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
309 20 მარტი 2025, 15:29

საქართველო ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

კრისტერსონმა აღნიშნული ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„როგორც იცით, საკმაოდ ხშირად საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია და დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ და ეს არაერთხელ გამოვხატეთ სხვადასხვა გზით. ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან, სწორ მიმართულებასთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო
სიონის ტაძრის დეკანოზი აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაიკრძალება
თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დავით ქართველიშვილი: პანდემიის დროს ეკლესიის კარების არდახურვა პატრიარქის სულიერი სიმტკიცის მაგალითი იყო
არქივი