აზიის განვითარების ბანკისგან საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1347 02 ივნისი 2020, 14:19

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან COVID-19-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

დოკუმენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ხელი მოაწერა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პანდემიამ.

ADB-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

აზიის განვითარების ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოსთვის მიმდინარე წლის 28 მაისს დაამტკიცა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი