ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1382 04 ივნისი 2020, 19:38

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვა ეხებოდა ანაკლიის პროექტს, რისი ჩავარდნაც, მისი სიტყვებით, ეროვნული ბანკის პოლიტიკამ განაპირობა.

კობა გვენატაძემ პასუხად განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი საზედამხედველო ორგანოა და რომელიმე კონკრეტული ფაქტის შეფასება საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა.

"ვფიქრობ, რომ აუცილებელი უნდა ყოფილიყო ამ საკითხის ხსენება. არაერთხელ განმიმარტავს და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების შემოწმება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას და განეკუთვნება საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივას,"-განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის კითხვა სესხებს და მასზე დაწესებულ შეზღუდვებს შეეხებოდა. 

"დიდი ხნის განმავლობაში სესხი გაიცემოდა ძალიან მარტივად და მეორე ხელით ხდებოდა აღსრულების მექანიზმების დრაკონული ამოქმედება. ე.ი. მთელი ქონება ამდენი ხნის განმავლობაში, როცა ხალხის ხელფასები და შემოსავლები დაბალი იყო, და მათი მოხმარება დამოკიდებული იყო საბანკო სესხებზე, ამ სესხებს ხომ ჩასესხება უნდა, მთელი ქონება გადავიდა ბანკების ხელში,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კობა გვენეტაძემ პასუხად განაცხადა, რომ სწორედ შეზღუდვების წყალობით, დღეს ნაკლებად რთული მდგომარეობაა ამ კუთხით. 

"განვახორციელეთ პასუხისმგებლიანი საცალო დაკრედიტების პრინციპები, რაც აბსოლუტურად გადამწყვეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დღეს უფრო რთული სიტუაცია არ გვაქვს და გაცილებით გაუმჯობესდა იმ ხალხის სიტუაცია, ვინც სხვა შემთხვევაში გაცილებით უარესად იქნებოდა. ის შეზღუდვები, რომელიც ამოქმედდა, რომ რომ ერთადერთი საცხოვრებლის დაგირავება არ შეიძლება და ა.შ. როდესაც საშუალება მოგვეცა, ჩვენ ავამოქმედეთ. დღეს უფრო ნაკლებად მოწყვლადია ეს ხალხი,"-განაცხადა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძეს კითხვა დაუსვეს ეროვნული ბანკის შენობის შესყიდვასთან დაკავშირებითაც. დეპუტატის თქმით, ეროვნულმა ბანკმა შენობა შეიძინა 25 მილიონად, გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაცვის გარეშე.

გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეს ტყუილია, ხოლო შენობის შესყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია მისი გადამოწმება. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი