აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: Credit Suisse-მა შეთქმულების გზით, შემოსავლების სამსახურს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები დაუმალა და ამისთვის 475 ოფშორული ანგარიში გამოიყენა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 06 მაისი 2025, 17:30
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შვეიცარიულმა ბანკმა, Credit Suisse-მა შეთქმულების გზით, შემოსავლების სამსახურს 4 მილიარდი დოლარის ოდენობის გადასახადები დაუმალა და ამისთვის 475 ოფშორული ანგარიში გამოიყენა.

უწყების ცნობით, შვეიცარიულმა ბანკმა დანაშაული მას შემდეგ აღიარა, რაც ამერიკის სამართალდამცავმა ორგანომ, მრავალწლიანი გამოძიების შედეგად, იქ ფინანსური თაღლითობა და თანხების ბოროტად გამოყენების ფაქტები გამოააშკარავა.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, Credit Suisse-ის ბანკირები თაღლითური საქმიანობის ფარგლებში აყალბებდნენ ფინანსურ ჩანაწერებს, აფორმებდნენ ფიქციურ დონაციებს და სინგაპურში საიდუმლო ანგარიშები ჰქონდათ.

სასჯელის სახით, შვეიცარიული ბანკი 510 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას, მიმდინარე გამოძიებაში თანამშრომლობასა და უწყების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გადაცემას დათანხმდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ვიქტორ ჯაფარიძე: ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, წმინდა სამოციქულო ეკლესიას, მრევლს და თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას, მთელი მისი მოღვაწეობ იყო ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო
სიონის ტაძრის დეკანოზი აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს, კანკელთან დაიკრძალება
თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება
დავით ქართველიშვილი: პანდემიის დროს ეკლესიის კარების არდახურვა პატრიარქის სულიერი სიმტკიცის მაგალითი იყო
არქივი