ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენი COVID-19 ვაქცინების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დამნაშავედ ცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
228 14 მაისი 2025, 16:11
ევროკავშირის სასამართლომ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 2021-2023 წლებში COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო დამნაშავედ ცნო.

ფონ დერ ლაიენს სასამართლოში ამერიკულმა გაზეთმა The New York Times-მა უჩივლა. 2023 წელს გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი კომპანია Pfizer-ის დირექტორთან ალბერტ ბურლასთან ევროკავშირისთვის 30 მილიარდი ევროს ოდენობის ვაქცინების შესყიდვის თაობაზე სმს-მიმოწერას აწარმოებდა.

გაზეთის თხოვნაზე, გაესაჯაროებინა მიმოწერა, ფონ დერ ლაიენმა უარი განაცხადა, რის გამოც The New York Times-მა მას სასამართლოში უჩივლა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმოწერის გასაჯაროებაზე უარის თქმის არანაირი უფლება არ ჰქონდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვინ არის ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც სავარაუდოდ, წინასწარ დაწერილ დეზინფორმაციას ხელი მოაწერა და "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნად გაასაღა
The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს
The Wall Street Journal: პენტაგონს ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა დამატებითი ქვედანაყოფები და სამხედრო ხომალდები გადაჰყავს
ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული, დრონებით თავდასხმები - 95%-ით
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ათ მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს პირებს, რომლებიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ „მთავარ ლიდერებზე“ მიაწვდით ინფორმაცია
არქივი