69
20 მაისი 2025, 15:47

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტი მიიღო. ზომები მიმართულია ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და, დამატებით, 200-მდე რუსული ტანკერის სანქცირებას ითვალისწინებს. ასევე აღიკვეთება ჰიბრიდული საფრთხეები.
შეზღუდვები დაუწესდა ფიზიკურ და იურიდიულ პირების ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
„რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრია ჩვენი პასუხი", - დაწერა, ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო მინისტრების სამიტის გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ""იქსის"" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
დღესვე, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ასადების რეჟიმის დროს სირიაზე დაწესებული სანქციების ეტაპობრივ მოხსნას. საკითხი უკვე შეთანხმებულია წევრი სახელმწიფოების ელჩების დონეზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |