ეკონომიკის მინისტრი - ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ის აუცილებლად განხორციელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1327 05 ივნისი 2020, 21:08

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება.

„ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ის აუცილებლად განხორციელდება. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი დაგვიანდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება ფოთის პორტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძირითადად კერძო კაპიტალით ხორციელდება.

„დასაფასებელია, რომ დღესდღეობით, როდესაც გლობალური კრიზისია, ინვესტორებმა არ შეცვალეს თავისი დამოკიდებულება ასეთი მსხვილი პროექტის მიმართ და ჩვეულებრივად გრძელდება მისი განხორციელება. ეს პროექტი დაასაქმებს უამრავ ადამიანს და განხორციელდება ისევე, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ეროვნული ბანკი - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
არქივი