აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საუბრები, რომ დაამარცხებენ „დიფ სთეითს", შეეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას, ისეთივე შირმა და ფარსია, როგორც „დიფ სთეითის" მიერ ხალხისთვის დაჯერება კორპორაციული მმართველობის უალტერნატივობის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
172 17 ივნისი 2025, 18:18
ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა, გასულ კვირას გამოაქვეყნა ვრცელი წერილი არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე „დიფ სთეითის“ შესახებ, ახლა კი გვთავაზობს ანალიზსს - კორპორაციულ მმართველობაზე და ზოგადად, სახელმწიფოების გაუქმებისა და ერთპიროვნული მმართველობის ამოცანებზე.

ზაზა შათირიშვილის განცხადებით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საუბრები იმის თაობაზე, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ "დიფ სთეითს" და შეეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას,  დაასრულებენ ხელოვნურ მიგრაციას, ისეთივე შირმა და ფარსია, როგორც "დიფ სთეითის" მიერ ხალხისთვის დაჯერება კორპორაციული მმართველობის უალტერნატივობის.

წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ სინამდვილეში სწორედ ხალხების კულტურათა აღრევით, ლგბტ პროპაგანდითა და ეროვნული ფასეულობების წაშლით ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები ისეთი ხალხის მასის მიღებას, რომელიც ცხოველის დონეზე იქნება დაყვანილი.

„აუცილებლად გაგრძელდება ლგბტ პროპაგანდა და უკვე ყველა ვხვდებით, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საუბრები იმის თაობაზე, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ "დიფ სთეითს", შეეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას და დაასრულებენ ხელოვნურ მიგრაციას, ისეთივე შირმა და ფარსია, როგორც "დიფ სთეითის" მიერ ხალხისთვის დაჯერება კორპორაციული მმართველობის უალტერნატივობის. სინამდვილეში სწორედ ხალხების კულტურათა აღრევით, ლგბტ პროპაგანდითა და ეროვნული ფასეულობების წაშლით ცდილობენ ოლიგარქიული ოჯახები ისეთი ხალხის მასის მიღებას, რომელიც ცხოველის დონეზე იქნება დაყვანილი. სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდებათ მათ მოსამსახურეებად - რამეთუ თავს ისინი ღმერთკაცებად, სამყაროს მმართველებად მიიჩნევენ, ყველა სხვა კი მათთვის უნდა იყოს მომსახურე პერსონალი, რომელსაც არ ექნება არანაირი ამბიცია, დაკმაყოფილდება ელემენტალური პირობებით და კმაყოფილი იქნება მონობით“,- წერს ზაზა შათირიშვილი.

ფილოსოფოსის თქმით,  1932 წელს, ოდოს ჰაქსლის მიერ გამოცემული წიგნი, "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც პირდაპირ ოლიგარქიული ოჯახების შეკვეთით არის დაწერილი და სადაც ჰაქსლი დეტალურად აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს "ახალი ადამიანი". დღეს ჩვენ უკვე, ამ წიგნის მატერიალიზაციას ვადევნებთ თვალს და ვხედავთ, რომ  ოლიგარქიული ოჯახების რამდენიმე თაობამ მათი გეგმის დიდი ნაწილი სისრულეში მოიყვანა.

„ამ ანალიზის დროს აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჯერ კიდევ 1932 წელს, ოდოს ჰაქსლის მიერ გამოცემული წიგნი, "საოცარი ახალი სამყარო", რომელიც პირდაპირ ოლიგარქიული ოჯახების შეკვეთით არის დაწერილი და სადაც ჰაქსლი დეტალურად აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს "ახალი ადამიანი" - კოლბაში გამოყვანილი უსქესო არსება, რომელსაც არ შეუძლია გამრავლება, არ აქვს ეროვნება და იდენტობა, არ აქვს ფასეულობები და ღირებულებები და არ გააჩნია საჭიროებები, გარდა ცხოველური მოთხოვნილებებისა. დღეს ჩვენ, ყველანი ერთად ამ წიგნის მატერიალიზაციას ვადევნებთ თვალს, 1932 წლის შემდეგ ოლიგარქიული ოჯახების რამდენიმე თაობამ მათი გეგმის დიდი ნაწილი სისრულეში მოიყვანა, ხოლო დარჩენილი ამოცანების გადაჭრას სწორედ ახლა ცდილობენ.“- წერს ზაზა შათირიშვილი.  
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ დათმობებზე არ წავა
უიტკოფი: რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში რუსეთი ერთადერთი გამარჯვებულია
ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევის ნავთობის ტერმინალის სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოღებით დადასტურდა, რომ საქართველოს მიმართ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია
არქივი