საგარეჯოში იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი გაიხსნა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 18 ივნისი 2025, 22:52

საგარეჯოში იუსტიციის სახლის 125-ე ფილიალი გაიხსნა. უკვე ხვალიდან მომხმარებელს ახალ იუსტიციის სახლში, რომელშიც 20 ადგილობრივია დასაქმებული, 500-მდე სერვისის მიღება შეეძლება. ეს კახეთის რეგიონში რიგით მე-19 იუსტიციის სახლია, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს დამატებით კიდევ ერთის მშენებლობა ახმეტაში.

საგარეჯოს ფილიალი ამ დრომდე ძველ შენობაში ფუნქციონირებდა ახლა კი მას ყველა ტიპის მოქალაქეზე მორგებული სერვისი აქვს, მათ შორის სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საგარეჯოს იუსტიციის სახლი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, იუსტიციის მინისტრ პაატა სალიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთს შეუძლია ევროკავშირის გაზის ბაზარი უფრო მომგებიანი ბაზრების სანაცვლოდ ნაადრევად დატოვოს
თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
თეთრი სახლის სპიკერი: თეთრ სახლში გვყავდა ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის დიდი ნაწილი უფასოდ გადასცა შორს მდებარე სხვა ქვეყანას, სახელად უკრაინა
თამარ ტალიაშვილი ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: ეს შეხვედრა უდავოდ ითამაშებს თავის მნიშვნელოვან როლს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში
არქივი