გიორგი ვოლსკი ჩორჩანის საქმეზე: ყველაფერს თავი დავანებოთ, ვალდებულება არსებობს მოამზადო ამასთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირების დოკუმენტი და პირობითად, ცხელი ხაზი შიგნით გააქტიურო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
138 18 ივნისი 2025, 23:41

ყველაფერს თავი დავანებოთ, ვალდებულება არსებობს მოამზადო ამასთან დაკავშირებით სწრაფი რეაგირების დოკუმენტი და პირობითად, ცხელი ხაზი შიგნით გააქტიურო, რომ ისინი აპირებენ ამას, რაც სააკაშვილს უნდა გაეკეთებინა, როდესაც რუსეთი რეალურად ემზადებოდა შეტევისთვის, გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიმართა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსებასთან დაკავშირებით.

„ესენი თუ ამ შემთხვევაში აპირებდნენ და ამაზე ინფორმაცია ჰქონდა, როგორ, უშიშროებას არ ეუბნები, პრემიერ-მინისტრს არ ეუბნები და იქ არის სიტუაციების ოთახი რომ ჰქვია, ისეთი, სპეციალისტები მოდიან, მსჯელობენ, ცხელი ხაზი, საერთაშორისო რესურსის ჩართვა, ევროკავშირის მისიის ჩართვა, არავის არაფერს ეუბნები და აკეთებ იმას, რამაც მოგვიტანა ასეთი მძიმე შედეგი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, „თუ პრობლემა იყო, აქამდე რატომ არ დადგა ეს საკითხი. შემდეგ რატომ დაწინაურდა ეს ადამიანი. დღეს ხომ ყველაფერი წინასაარჩევნო კონტექსტში განიხილება. ეს კითხვები ხომ არსებობს და გვესმის“.

„რასაკვირველია, არის ეს კითხვები, ეჭვები, უამრავი თემა, მაგრამ სცენარი ისე განვითარდა, რომ აშკარად ჩანდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია უფრო სერიოზულ ბერკეტებს აძლევდა ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება ყოფილიყო სწორედაც ამ შეთქმულებაში ჩართული. ბევრი დეტალი შეიძლება არ ვიცოდე, რაღაც დეტალები, მაგრამ პრაქტიკულად, ადამიანი რომ არაფრის გამო სწორ ადგილას გადადგა იმისათვის, რომ რაღაც რევოლუციური პროცესი განვითარებულიყო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. ასე, რომ ბევრი რამე ცნობილი გახდება ამ შეკითხვებთან მიმართებით, თუნდაც რთული შეკითხვა იყოს. უნდა თქვა, რომ არის ისეთი თემები, რომელზეც რთულია პასუხის გაცემა.

შეიძლება შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ფაქტია, რომ რაც მივიღეთ შედეგად, გაცილებით უფრო მძიმეა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ არ შეიძლება არგუმენტების გარეშე შეტევაზე გადახვიდე“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რა მიზანს ემსახურებოდა საოკუპაციო ხაზთან პოლიციის საგუშაგოს თვითნებურად განთავსება-პროკურატურა კვლევას აგრძელებს. გამოკითხვაზე იმყოფებოდა 2019 წელს შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი. თავად გახარიას, რომელმაც გადაწყვეტილება ყველასთან შეუთანხმებლად მიიღო, საგამოძიებო კომისიის შემდეგ უკვე პროკურატურაში ელიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
არქივი