ალექსანდრე დარახველიძე - მირზა კეზევაძემ საკუთარი სურვილით დატოვა შსს-ს რიგები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 06 ივლისი 2025, 17:53

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა კეზევაძემ საკუთარი სურვილით დატოვა შსს-ს რიგები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, რას უკავშირდება კეზევაძის თანამდებობიდან გათავისუფლება, დარახველიძემ აღნიშნა, რომ მირზა კეზევაძე არავის გაუშვია და ის საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან.

„ბატონი მირზა კეზევაძე არავის გაუშვია სამსახურიდან. მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია. მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - გლობალური ლიბერალური ეპოქა დასრულდა, ახლა ყალიბდება ლოკალური პატრიოტული წესრიგი
ილია მეორის გარდაცვალების გამო მარნეულის მუნიციპალიტეტმა „ნოვრუზ ბაირამთან“ და „რამაზან ბაირამთან“ დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ
პრემიერი: უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენის საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია
გურამ მაჭარაშვილი: თქვენო უწმინდესობავ! თქვენივე სწავლებით ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვა-კურთხევის აღებას თქვენგან, რომ ახლა უკვე ზეციური საქართველოდან დალოცოთ თქვენი მრევლი და თქვენი სამშობლო!!
არქივი