დაზვერვის ვარაუდით, ჩრდ. კორეამ რუსეთს 12 მილიონი ჭურვი მიაწოდა უკრაინაში ომისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 13 ივლისი 2025, 20:46

სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Yonhap ქვეყნის სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ არსებული გათვლებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად ჯამში, სავარაუდოდ, 12 მილიონზე მეტი 152-მმ-იანი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. 

მედიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ეყრდნობა სამხრეთ კორეული თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) ანგარიშს, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის პარლამენტარებს მიაწოდეს. 

ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეამ ამ დრომდე რუსეთს, სავარაუდოდ, დაახლოებით 28 000 კონტეინერი მიაწოდა, რომელიც შეიარაღებასა და საარტილერიო ჭურვებს შეიცავდა.

"თუ 152-მმ-იან ერთეულ ჭურვზე გამოვთვლით, [მიწოდებული ჭურვების რიცხვი] სავარაუდოდ, 12 მილიონს აღემატება," წერია თავდაცვის სამინისტროს DIA-ის ანგარიშში, რომელსაც Yonhap ციტირებს. 

გამოცემა ასევე სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, ივლისში ან აგვისტოში რუსეთში დამატებითი სამხედროები გაგზავნოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა 5 000 სამხედრო სამშენებლო მუშებსა და 1 000 სამხედრო ინჟინერს გაგზავნის კურსკის ოლქში აღდგენითი სამუშაოებისთვის. 

ცნობისთვის, 11-13 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი "სტრატეგიული დიალოგის" ფარგლებში ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, რაც ბოლო ერთ თვეში რუსეთის მორიგი მაღალჩინოსნის მესამე ვიზიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში. 

ვიზიტთან დაკავშირებით ლავროვმა განაცხადა, რომ "კორეელმა მეგობრებმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნისა და რუსეთის ხელმძღვანელობისა და არმიის მოქმედებების სრული მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს."

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - კატარში, საამიროებსა და საუდის არაბეთში უკრაინელი სპეციალისტები გავგზავნეთ, რათა პარტნიორების ირანული საჰაერო თავდასხმების მოგერიებაში დაეხმარონ
ირანული მედია - გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის მეუღლე ცოცხალია
დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის
ნინო ფოჩხუა ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: არაფერი ახალი, მორიგი მცდელობა დესტრუქციისა და არეულობის შემოტანის ქვეყანაში, ისევ იმ წრეზე ტრიალი, რაც წინა ანგარიშებსა, თუ რეზოლუციებში იყო
თამთა მეგრელიშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს კლასიკური მაგალითია, თუ როგორ იქცევა საერთაშორისო ინსტიტუტი იდეოლოგიურ იარაღად - ანგარიში პირდაპირ ამბობს, საქართველო ისჯება ეროვნულო ინტერესების დაცვისთვის
არქივი