„სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“-ს პროგრამით დამტკიცებული სესხების მოცულობამ 932 მლნ ლარი შეადგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 22 ივლისი 2025, 14:48
სახელმწიფო პროგრამით „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ უკვე 8000-მდე ოჯახმა ისარგებლა, დამტკიცებული სესხების მოცულობამ კი 932 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე განმარტავს, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, თუ სესხის აღების პროცესში 1 წლამდე ასაკის შვილი ჰყავთ.

პროგრამას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ 2021 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი ბავშვიანი ოჯახების ბინის/სახლის აშენების ან შეძენის პროცესში ხელშეწყობაა. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადეგენს.

„პროგრამის თანახმად, ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4.5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, რაც დღეის მდგომარეობით 6.5%-ს შეადგენს“, - აღნიშნავს ირაკლი გაბრიაძე.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ასევე ვრცელდება მარტოხელა მშობლებზე, ქვრივებსა და შვილის აყვანის შემთხვევებზე.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, უკვე არსებული გამოცდილება და სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროგრამა მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია ბავშვიანი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ ბევრ სხვა ოჯახს მიეცემა მასში მონაწილეობის საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას
სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა, კერძოდ, იყო 21.3% და შარშანდელი მონაცემებით, ჩამოსულია 9.4 %-მდე
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
„ფიჩის“ შეფასებაში აღნიშნულია მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების, კიდევ უფრო გაუმჯობესება
დივერსიფიცირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.6-დან 7 პროცენტამდე გაიზარდა
არქივი