უკრაინული მედია: ევროკავშირი უკრაინასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას აპირებდა, მაგრამ გადაწყვეტილება გადავადდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 23 ივლისი 2025, 15:45
ევროკავშირს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა, თუმცა, გადაწყვეტილება გადავადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ევროკავშირი 18 ივლისს მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას აპირებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

როგორც მედიამ გაარკვია, ბრიუსელმა იურიდიულად არასტანდარტული, მაგრამ ეფექტური სქემა შეიმუშავა, რომელიც ბუდაპეშტის ფორმალურ ვეტოს დაძლევდა.

ევროკომისიის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასა და წევრი სახელმწიფოების მიერ შეთანხმებული გეგმის თანახმად, პირველი კლასტერის გახსნა 18 ივლისს კენჭისყრის გარეშე ევროკავშირის საბჭოს სხდომის დროს უნდა მომხდარიყო.

მედიის თანახმად, ამ იდეის პირველი განხილვა ჰააგაში ნატოს სამიტის დროს მოხდა. მოლაპარაკებების ფინალური რაუნდი კი რომში 10 ივლისს გაიმართა. ზუსტად ამის შემდეგ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ის უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნაში დარწმუნებულია.

მაგრამ ამის პარალელურად უკრაინაში დაიწყო პროცესები, რომლებმაც ევროპელები გააოცეს. კერძოდ, უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროში არ დანიშნა, მოსამართლის განჩინების გარეშე „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ვიტალი შაბუნინის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

საბოლოო ჯამში, ცნობილი გახდა, რომ დანიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, 18 ივლისს მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის შესახებ წინადადება არ დააყენა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ქვეკომპონენტი „ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის“ მიმდინარე წელსაც ხელმისაწვდომია
ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით
ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან
ევროკომისიის სპიკერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან ქვეყნის პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა
არქივი