ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 31 ივლისი 2025, 23:08

თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მომიტინგეებზე ძალადობას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალოვნების მიმართულებით იყო მტკიცებულებებისა და იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.

„ძალოვნების მიმართულების ნაწილში იყო მტკიცებულებების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, არიან, თუ არ არიან იდენტიფიცირებადი შესაბამისი პირები. მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით ნუ ვიმოქმედებთ. სადაც არის პირდაპირი მტკიცებულება იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს.

არ არის საჭირო ორმაგი სტანდარტები, ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. საქმეში ჩართული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა არიან სხვა უწყებები, არსებული ინფორმაციით, ეს პირები იდენტიფიცირებადები არ იყვნენ, თუმცა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები. მე მინდა, ვთხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდაც ყველას, როგორც პროკურატურას, ისე შსს-ს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანს მოუწოდა, პროვოკაციული ნაბიჯები არ გადადგას
მაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი, რისი რომანტიზებაც უნდა მოვახდინოთ, საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესებია
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
არქივი