მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
219 31 ივლისი 2025, 23:12

თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი, ეს მოდაში შემოვიდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდებაზე საუბრისას.

„აიღეთ ფული, მოატყუეთ და თქვით, რომ პოლიტპატიმარი ვარო. რაღაცა უნდათ ინდულგენციის მაგვარი „ნაცებს“, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და თუ ვინმე ამ დანაშაულზე წაასწრებს, ვიდეოსაც თუ გადაუღებს უსაფრთხოების სამსახური და გამოძიება, მაინც შეუძლიათ თქვან, რომ პოლიტპატიმარია იმიტომ, რომ „ნაცია“. „ნაცი“ თუ არის ავტომატურად პოლიტპატიმარია, რაც არ უნდა ჩაიდინოს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო
The Washington Post: ირანის ომით გამოწვეული ნავთობის მიწოდების წყვეტა, ასევე ამერიკული დახმარების შემცირება უკრაინისთვის, ხელს აძლევს რუსეთს
გიორგი გაბუნია ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია
მაჭავარიანი გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკზე: ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას რამენაირად ავნონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველო რეგიონში სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა
არქივი