ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
430 09 აგვისტო 2025, 17:31
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა - „სტაბილურზე“ შეინარჩუნა.

მისი თქმით, ფინანსური სექტორის სტაბილურობა განაპირობებს გარკვეულწილად ეკონომიკის მდგრადობას.

„ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ესეც იმ სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

ეს ორი კომპონენტი არის იმის წინაპირობა, რომ მომდევნო წლებშიც ამ მიმართულებით ეს სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
EBRD-ი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 0.5%-ით, 6%-მდე აუმჯობესებს
ეროვნული ბანკი - დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სამი კომპანია მოქმედებს რეგისტრაციის გარეშე, შესაბამისად, არცერთი არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
არქივი