გიორგი გახარიაზე: ამოძრავებთ ერთადერთი წყურვილი, რომ მომავალში მათ ითამაშონ გარკვეული როლი გარე პატრონების ხელში და ჩაერთონ გადატრიალების მცდელობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 30 აგვისტო 2025, 14:53

ის ჯერ გაექცა თავის თანაგუნდელებს, შემდეგ - თავის ამომრჩეველს. ეს პასუხისმგებლობისგან გაქცეული ადამიანის ქმედება და ნაბიჯებია, რასაც ჩვენ ვხედავთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, გახარიას მიერ გერმანიის ბანკში ანგარიშის გახსნა, გერმანიასთან გარკვეული ურთიერთობის დაჭერა, სამომავლოდ რაღაც გეგმების დალაგებას ნიშნავს.

„ნიშნავს იმას, რომ მას და მის თანაგუნდელებს ამოძრავებთ ერთადერთი წყურვილი, რომ მომავალში მათ ითამაშონ გარკვეული როლი გარე პატრონების ხელში და ჩაერთონ გადატრიალების მცდელობაში. თუმცა, მათი ეს მცდელობა მარცხით დასრულდება, როგორც არა ერთხელ გვიხილავს“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ გერმანიაში ბინადრობის ნებართვა მიიღო და ბანკში ანგარიშის გახსნასაც ელოდება. გახარიას პარტიაში „ქრონიკის“ შეტყობინებებს არ პასუხობენ, სხვა მედიასაშუალებებთან კი აცხადებენ, რომ მათი ლიდერი სამუშაო ვიზიტითაა წასული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი