ირაკლი ნადარეიშვილი: ბიზნეს სექტორის აქტივობის მეორე კვარტლის მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
299 03 სექტემბერი 2025, 15:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, 2025 წლის მეორე კვარტლის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურმა პარამეტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციის ფუნდამენტური ფაქტორების მდგრადობა.

მინისტრის მოადგილე მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბიზნეს სექტორის ეკონომიკურ პარამეტრებზე საუბრისას ხაზს რამდენიმე ძირითად ფაქტორს უსვამს.

„ეს არის ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12.5%-ით გაიზარდა და 60 მლრდ ლარს გადააჭარბა, ასევე ბიზნეს სექტორის გამოშვება - ამ მიმართულებით 13%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 23.2 მლრდ. ლარს გაუტოლდა. ნიშანდობლივია ის სექტორები, რომლებიც სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს - სწორედ აქ ფიქსირდება გამოშვების ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებლები: ინფორმაციისა და კომუნიკაციების მიმართულება, სადაც თითქმის 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ასევე დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და დასაწყობება“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბიზნეს სექტორის ზრდის მაჩვენებლებში ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების პარამეტრია - სამუშაო ადგილების რაოდენობა 3.3%-ით - 25.8 ათასით გაიზარდა და შესაბამისი კვარტლის ჭრილში რეკორდული რაოდენობა - 795.6 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში, ასევე გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 212.1 ლარით (10.1%) და 2,317.6 ლარს გაუტოლდა.

„ეს ყველაფერი ერთობლიობაში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მთავრობის, სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი