აზიის განვითარების ბანკმა, სხვა საფინანსო ინსტიტუტების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 30 სექტემბერი 2025, 13:59

აზიის განვითარების ბანკის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წლისთვის 7%-ს შეადგენს, რაც ბანკის 2025 წლის აპრილის პროგნოზს 1.0 პ.პ-ით აღემატება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აზიის განვითარების ბანკმა, სხვა საფინანსო ინსტიტუტების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - მცირე ხნის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა.

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წლისთვის 7.2 პროცენტით გაიზრდება, ხოლო საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებენ,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აღნიშნულს ამყარებს მიმდინარე პროექტები და რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და ეკონომიკური ზრდის შემდგომ დაჩქარებაზეა მიმართული.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის დაფარვის ზონის ქვეყნებს შორის, უშუალოდ საქართველო კი ლიდერია 2025 წლის განმავლობაში გაზრდილი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზიის განვითარების ბანკმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არაერთ ქვეყანას შემცირების მიმართულებით დაუკორექტირა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი