70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით გაიზრდება და 495 ლარი გახდება, 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით გაიზრდება და 370 ლარით განისაზღვრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
193 30 სექტემბერი 2025, 16:57

2026 წლიდან ასაკით პენსიონერთა პენსია გაიზრდება, - აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

ამასთან, პროექტის მიხედვით, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე გიგა ბოკერიას: ულტიმატუმებს შენ მდგომარეობაში მხოლოდ მასხარა თუ დააყენებს - ეგ სადაური დიალოგია, როცა ოპონენტს წინასწარ სთხოვენ დამარცხდი, თორემ არ დაგელაპარაკებიო
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
Financial Times: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალას კარგავს, რადგან ტრამპის ყურადღება ირანზე გადადის
ნიკოლოზ სამხარაძე პატრიცია გჟებიკზე: ნათელია, რომ ის ვერანაირად ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი. შესაბამისად, უკვე აღარ უნდა გვიკვირდეს, რომ დასკვნაც მიკერძოებულია
ვლადიმერ ბოჟაძე: მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არის არაობიექტური და ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ფაქტია. როგორც ჩანს, ეს დასკვნა თბილისში დაწერილი დაახვედრა რადიკალურმა ოპოზიციამ
არქივი