„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2025 წლის რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის 25-ე ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
310 01 ოქტომბერი 2025, 15:20

2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა, - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ საქართველომ რეიტინგში, ორივე - როგორც პოზიცია, ასევე ქულა გაიუმჯობესა.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ ინდექსში საქართველოს წარმატების აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც აღნიშნული რეიტინგი ზომავს, თუ ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუტები რამდენად აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას გააკეთონ საკუთარი ეკონომიკური არჩევანი.

რეიტინგი ზომავს ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, აფასებს კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს, ვალუტის სტაბილურობას, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას და სხვა მახასიათებლებს.

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. ესენია მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა&საკუთრების უფლებები, წვდომა მყარ ვალუტაზე, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება და რეგულაციები (კრედიტი, შრომა და ბიზნესი).

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას: ჩეხეთი, ავსტრია, შვედეთი, ლატვია, ლიეტუვა, საფრანგეთი, ბელგია, სლოვაკეთი, იტალია, ნორვეგია, რუმინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი, სლოვენია პოლონეთი და უნგრეთი. ამასთან, საქართველო რეიტინგში უპირობო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა (ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდ. მაკედონია, მოლდოვა, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უკრაინა და თურქეთი) და ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი, 10 ქულიანი საუკეთესო შეფასება აქვს შემდეგ კომპონენტებსა და ქვე-კომპონენტებში: ზედა ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; უცხოურ ვალუტაში ნომინირებული საბანკო ანგარიშები; შავ ბაზარზე არსებული ვალუტის გაცვლითი კურსებთან მიმართებით არსებული მდგომარეობა; ზედა ზღვრული საშემოსავლო გადასახადი (top marginal income tax); ზედა ზღვრული შემოსავალი და სახელფასო საგადასახადო განაკვეთი (Top marginal income and payroll tax rate); კომერციული ბანკების ფლობის თავისუფლება; საპროცენტო განაკვეთების რეგულირება/უარყოფითი რეალური საპროცენტო განაკვეთები.

რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი პოზიტიური ფაქტორებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, საკრედიტო ბაზრის ეფექტიანი რეგულირება, დაბალი ინფლაცია, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი