დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 04 ოქტომბერი 2025, 09:52

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ერთ-ერთი საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ჩვენმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საშუალება მისცა საზოგადოებას, თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, ისევე, როგორც ბოლო წლებში თავისუფალი სიტყვის, ბიზნესის და ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ. 13 წელიწადია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ, საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, მიღწევა, რასაც შეიძლება, ხაზი გავუსვათ, არის ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა, ისევე, როგორც საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორც საზოგადოებას უნდა. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით,  რომელიც მოახერხა საზოგადოებამ, მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება არჩევნებზე სწორი პოზიციის დაფიქსირებით, ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს. შთამბეჭდავი წარმატება გვაქვს ქვეყნის განვითარების.

როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე რეაქციას არ აკეთებს. მოსახლეობამ ისწავლა თეთრის შავისგან გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება. იმედია, დღეს საზოგადოება იქნება აქტიური, მაქსიმალურად მივლენ საარჩევნო ყუთებთან და სწორ არჩევანს გააკეთებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა
ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია. ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა
თამარ ჩიბურდანიძე: დასანქცირებული „იმედი“ დღეს უფრო გავლენიანია ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე თავად ბრიტანეთის ხელმძღვანელობა და მათი მცდელობა, ჩაახშონ „იმედის“ სიტყვა საქართველოში
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის მიერ დაანონსებული „უკრაინის შანტაჟის“ საწინააღმდეგო მშვიდობის მარში გაიმართა
კრემლმა საფრანგეთის წარმომადგენლებს უხეშად უთხრა უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე
არქივი