კახა კალაძე: ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 04 ოქტომბერი 2025, 19:09

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მადლობას უხდის ამომრჩეველს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საარჩევნო უბნების დახურვამდე თბილისის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

როგორც კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო შტაბის მონაცემებით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ამომრჩეველს აქტიურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ზოგადად, ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 ათასამდე ამომრჩეველმა.

როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართულ ოცნებას“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70 პროცენტზე მეტი უცხადებს.

მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენს მიერ გამოცხადებული ნდობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები
პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ
არქივი