მიხეილ ყაველაშვილი: ძალები, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სახელს ვარქმევთ, „დიფ სთეითი“ ან „გლობალური ომის პარტია“, ჩვენს სამშობლოს პროექტად განიხილავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
159 11 ოქტომბერი 2025, 02:28

აბსურდია საუბარი ღობესთან დაკავშირებით, რომ სუსტად დახვდათ გადამტრიალებლებს და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაურბიან რეალობას.

„დღეს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იყოს დამოუკიდებელი, აწარმოებს ეროვნულ ნიადაგზე დამყარებულ პოლიტიკას, ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილზე და ყველას ესაუბრება კორექტულად, მაგრამ თანასწორად და სთხოვს გარშემომყოფებსაც, რომ პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, მის ხელისუფლებას და მის სუვერენიტეტს. ეს არის ერთი მოცემულობა. სამწუხაროდ არის მოცემულობა , როცა ძალები, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა სახელს ვარქმევთ, შეგვიძლია დავარქვათ „დიფ სთეითი“ ან „გლობალური ომის პარტია“, რომლებიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს სახელმწიფოს განიხილავენ როგორც პროექტს - პროექტი საქართველო, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები გააჩნია ამ პროცესებში, რა პროცესებიც მიმდინარეობს. ისინი თვლიან, რომ საქართველოს როლი უნდა იყოს განსხვავებული .

ამ პროექტის მიხედვით ეს ადამიანები, რომლებზეც თქვენ გქონდათ საუბარი, არიან ინსტრუმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროექტში , დავალებებს იღებენ და ამ დავალებების საშუალებით მოქმედებენ. ამ ადამიანებს ნამდვილად არ უნდა უჭირდეთ არსებული რეალობის აღქმა და შეფასება ისე, როგორც არის, მაგრამ, რადგან ის დამოკიდებულია, ინსტრუმენტად არის წარმოდგენილი და ამ პროექტის შემქმნელებთან დავალებულია, იძულებულია, რომ ასე მოიქცეს. ამ პრიზმით თუ შევხედავთ მოვლენებს, ალბათ ყველაფრისთვის სახელის დარქმევა არ გაგვიჭირდება. არის ორი მოცემულობა, ერთი, სადაც საბედნიეროდ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და ხელისუფლება ერთად არიან ამ პროცესში, დგას ერთ მხარეს და იცავს სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ეროვნულ ინტერესს და დამოუკიდებლობას, ასევე სურს, რომ მასთან ითანამშრომლონ მისმა პარტნიორებმა, მაგრამ წლებია არსებობს ეს პროექტი და ამ პროექტის საშუალებით არსებობენ ე.წ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე უარი განაცხადა, ე.წ პროექტის შემქმნელებისგან მათივე ხელში არსებული ინსტრუმენტების გამოყენება დაიწყო.

„ის, რომ საქართველოს რიგი ნაბიჯები უნდა გადაედგა და ამაზე ჩვენმა სახელმწიფომ თქვა უარი , ამის შემდეგ დაიწყო ამ პროექტის შემქმნელების მიერ, მათივე ხელში არსებული ინსტრუმენტების გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კირცხალია ეუთო-ს დელეგაციის ვიზიტზე: მნიშვნელოვანი, ობიექტური მესიჯები გამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან მაღალ დონეზე ჰქონდათ მათ შეხვედრები აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო დონეზე. ე.წ. ოპოზიციასაც შეხვდნენ ისინი
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია რეალურად არის ბრიუსელი, რომელიც პირდაპირ ცდილობს კანონდარღვევით ფულის შემოტანას და პოლიტიკაში დაბანდებას ისე, რომ ხალხმა არ გაიგოს
შალვა პაპუაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გვქონდა საუბარი 2024 წელს დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე და ავუხსენი, რომ ეს პარლამენტის კომპეტენცია არანაირად არ არის
ირაკლი კირცხალია: რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს
შალვა პაპუაშვილი: ხალხს, ვინც საკუთარი თავი დააყენა დემოკრატიულ პროცესებს მიღმა, ვერაფერს ვაიძულებთ, ეს არ არის საბავშვო ბაღი, ხელი ჩავჭიდოთ, ბრიუსელმა მათ უბიძგა ქუჩისკენ და ახლა მოუარონ ქუჩაში
არქივი