ირაკლი კობახიძე: დაახლოებით, 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად, ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ჩვენი პასუხისმგებლობაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 11 ოქტომბერი 2025, 16:46

დაახლოებით, 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული აქციაზე.

„ანონსი ყველამ იცის, რაც იყო. გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„კამიტთან“ დაკავშირებული დეზინფორმაციის მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, მღელვარების გამოწვევა მოსახლეობაში და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა
დონალდ ტრამპ უმცროსი - უკრაინა ბევრად უფრო კორუფციული ქვეყანაა, ვიდრე რუსეთი, ზელენსკიმ იცოდა, რომ ვეღარ მოიგებდა შემდეგ არჩევნებს და აგრძელებდნენ მოპარვას
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი საჭიროა შრომა, სულიერიც და გონებრივიც
ბიტკოინით ქრთამის აღების ფაქტზე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მინისტრი დააკავეს
არქივი