პრემიერი: ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 14 ოქტომბერი 2025, 13:47

ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც ეუთოს ეგიდით ჩამოვა საქართველოში, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა.

„შეხვედრა დაგეგმილია ხვალისთვის. ჩვენ ყველა თემაზე გვექნება საუბარი. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის ეუთოს ეგიდით და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეუთოსთან თანამშრომლობა, რასაც ვუფრთხილდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და ამის გამო, ეუთოს თავს დაესხა არა მარტო შიდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ თავს დაესხნენ მათი უცხოელი მფარველები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ გზავნილს ეუთოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ეს თანამშრომლობა, ამ კუთხით იქნება სრული ღიაობა ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სათავეში შესაძლოა „ქვეყნის შიგნით მყოფი, ზომიერი შეხედულებების პოპულარული ფიგურა“ ჩადგეს
NBC News: ტრამპი, რომელიც „უსასრულო“ ომების წინააღმდეგ აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას, ირანში ყოველგვარი დასრულების თარიღის გარეშე შედის
ეკა სეფაშვილი: აშშ-სთან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება - ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ინტერესებშია ირანში სამხედრო ოპერაციის სწრაფი დასრულება, რაც გარდაუვალ მოლაპარაკებებს გულისხმობს
Reuters: უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა
არქივი