ეკონომიკური განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
357 15 ოქტომბერი 2025, 16:18

ბოლო სამი წლის განმავლობაში გავაუმჯობესეთ დასაქმების მაჩვენებელი, სულ 190 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, ეს დასაქმების თვალსაზრისით, დადებით ტენდენციას ასახავს, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში გაორმაგდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ).

„2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 4 250 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის ის დაახლოებით 9 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ეს დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია. ეს ზრდა დადებითად მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე, დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გავაუმჯობესეთ დასაქმების მაჩვენებელი, სულ 190 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, ეს დასაქმების თვალსაზრისით დადებით ტენდენციას ასახავს.

ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება და პარტნიორობის დამყარება. მრავალ ვიზიტს ვახორციელებთ მეზობელ ქვეყნებში და ფართო რეგიონში. ეს ვიზიტები ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ცენტრის, როლის გაძლიერებას“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსთვის ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა პირველად ხდება ხელმისაწვდომი
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
არქივი