გამოდის ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 01 ნოემბერი 2025, 14:30

ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებას, რომელიც გმობს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია ვინმეს სასამართლოში წასვლას აუკრძალო.

დეპუტატის თქმით, ევრობიუროკრატების სურვილია საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს.

„დემოკრატიული პრინციპისათვის მიუღებელია, როცა ვინმეს სასამართლოში წასვლას უკრძალავენ, თუმცა, ჩვენ გვახსოვს ევრობიუროკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როცა ისინი ცდილობდნენ, სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ახლა უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, წავიდეს სასამართლოში. ანუ, გამოდის, რა - ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ, ჩვენ კი სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს?! ეს უსამართლოა, მიუღებელია და ცდება დემოკრატიულ პრინციპებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს უკვე ამერიკელი მაღალჩინოსნებიც ადასტურებენ იმას, რომ ისინი ცდილობდნენ გარე დაფინანსებებით ქვეყნის შიგნით რევოლუციები მოეწყოთ
BBC საქართველოსთან სასამართლოს წააგებს და გადაიხდის დიდ ჯარიმას, მაგრამ რა ეშველებათ იმ უბედურებს ვინც ამ საინფორმაციო ტერაქტში მიიღეს მონაწილეობა?
გამოძიებამ ობიექტური სურათი დახატა, ცალსახად იყო გაცხადებული, რომ „კამიტი“ საერთოდ არ არის შეძენილი შსს-ს მიერ
არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები
ჩვეულებრივი აგენტია, რომელიც უცხო ძალებს ემსახურება და ძალიან სამწუხაროა, რომ უღალატა შსს-ს, უღალატა თავის ქვეყანას
არქივი