ევროკომისიის ანგარიში: საქართველოში LGBTIQ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
257 04 ნოემბერი 2025, 18:20
საქართველოში LGBTIQ პირები სულ უფრო მტრულ და სტიგმატიზებულ გარემოს აწყდებიან, განსაკუთრებით კი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის შედეგად, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ხელისუფლება არა მხოლოდ ვერ ცნობს და ვერ უმკლავდება LGBTIQ პირთა დისკრიმინაციის სისტემურ ბუნებას, არამედ აძლიერებს დისკრიმინაციას, შეუწყნარებლობას და სისტემურ ძალადობას“.

„LGBTIQ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა დიდწილად არასაკმარისია, და ეს პირები სერიოზული დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და სისტემური ძალადობის წინაშე დგანან. გრძელდებოდა ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მიერ წაქეზებული და გაძლიერებული გზავნილები“, - აცხადებენ ევროკომისიაში.

„2024 წლის სექტემბერში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღებამ LGBTIQ პირებისთვის ძალიან უარყოფით იურიდიულ შედეგებთან ერთად გაამყარა მტრული გარემო საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის და გააღვივა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია. მისი დებულებები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს: არაჰეტეროსექსუალი პირებისთვის ბავშვის აყვანის აკრძალვის დაფიქსირებას, LGBTIQ პირებისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის პრევენციას, და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში LGBTIQ იდენტობების პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯარო შეკრებებისა და ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონმდებლობა შეუთავსებელია შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. მისმა მიღებამ ხელი შეუწყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ზრდას და გაზარდა ბარიერები LGBTIQ პირებისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების უფლებებით სარგებლობის კუთხით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ, ეს შედეგები კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებშია გამოხატული
პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას, კორუფციასთან ბრძოლაც დააანონსა სწორედ ივანიშვილმა, როდესაც კონკრეტული პრობლემები დაინახა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
პრემიერი ბერდია სიჭინავას: იყავით და არ გააკეთეთ, თქვენს დროს დაიხურა სამართლებრივი აქტები და მიზეზი იყო პირადად გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ კონკრეტულ აქტებს მოჰყვა კონკრეტული რეაქციები
პრემიერი: ზუსტად იმისათვის, რომ ის არ მოხდეს, რაც ხდებოდა, 1 ლარად საკუთარ თავზე მისხვისება და უამრავი სხვა უბედურება, მხოლოდ აუქციონით იყიდება სახელმწიფო ქონება და ყველა შესყიდვა ხორციელდება ონლაინ, სრულიად გამჭვირვალედ
არქივი