აგროვებ ინფორმაციას, რომ მოახდინო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა და ე.ი. შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ეხმარები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 08 ნოემბერი 2025, 15:01
განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს გამოეხმაურა, რომელიც მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმეში ბრალდებულთა ბრალეულობაზე მეტყველებს.

„აგროვებ ინფორმაციას, რომ მოახდინო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, დამხობა და ე.ი. შენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ეხმარები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს ამ ჩანაწერებითაც გაცხადდა და დადასტურდა, რასაც ჩვენ ვამბობდით ამდენი ხნის განმავლობაში.

როდესაც ფურცელ-ფურცელ აგროვებდნენ თავიანთი ქვეყნის, თავიანთი სამშობლოს წინააღმდეგ არსებულ რაღაც ფსევდო სამხილებს და გზავნიდნენ ამ სპეცსამსახურებთან, ნიშნავს, რომ ძალიან დიდ დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები, „ქრონიკამ“ გუშინ მოიპოვა, რითაც დასტურდება, რომ რადიკალებს ქვეყნის საშინაო საქმეები და გამოგონილი ამბები უცხოეთში გაჰქონდათ. ასევე, ორგანიზებული და მართული იყო აქციები.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაჭავარიანი: 14 წელია, მთელი სანაცეთი ცდილობს, ჭორაობაზე დაფუძნებით შეთხზან ისტორია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონება არალეგალური გზებით დააგროვა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი თუ ნინო ლომჯარია
პრემიერი ეუთო-ს ანგარიშზე: არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც შესაბამისობაშია ლეგიტიმურ მიზანთან, არ მოსწონთ კანონი არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, ყველა კანონი ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს
პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით
ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, წინასწარ იყო დაწერილი დასკვნა
არქივი