სპეცოპერაციას რომ ეძახით არჩევნებს, ბოიკოტს, შემდგომ პერიოდს, ძალიან სასაცილოა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 11 ნოემბერი 2025, 18:25

ფაქტია და ვერ გაექცევით, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში შექმენით კოალიცია „ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად. ეს პირდაპირი პარტნიორობაა „ნაცებთან". ერთად იტყუებოდით, რომ შავი ხვრელი არის საქართველო რუსეთისთვის სანქციების არიდების კუთხით და ამასთან დაკავშირებითაც კარგად იცით, რომ ბრიტანელებმა, ამერიკელებმა, ბოლოს დევიდ ო'სალივანმაც მადლობა გადაგვიხადა, რომ ძალიან გამართულად ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც და გვეგონა რატომღაც, რომ ამასთან დაკავშირებითაც კომენტარს გააკეთებდით, მაგრამ, ვერ აკეთებთ, - განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „გახარია-საქართველოსთვის“ დეპუტატებს .

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციამ, მათ შორის, გახარიას პარტიამ ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლითაც, გამჭვირვალობის შესახებ კანონს „რუსული კანონი“ უწოდა. ასევე, მაჭავარიანმა მოუწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს, საზოგადოებას განუმარტონ, ისინი ეთანხმებიან თუ არა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს.

„სპეცოპერაციას რომ ეძახით ხოლმე, ძალიან სასაცილო არის არჩევნებსაც, არჩევნების ბოიკოტსაც, შემდგომ პერიოდსაც - მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, "რუსული კანონი" რომ უწოდეთ, რომლის ავანგარდშიც ქალბატონი კელი დეგნანი იყო, ქართულ უმარტივეს, 6-გვერდიან გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც ითხოვდა მხოლოდ დეკლარირებას ითხოვდა, რა არის ამაში რუსული? მე თქვენ კითხვა დაგისვით და ველოდებოდი პასუხის მიღებას, დეკლარირება არის რუსული თუ "ფარა" რომ გადმოვიღეთ სიტყვასიტყვით ნათარგმნი, ეგ არის რუსული? რატომ შეიყვანეთ საზოგადოება შეცდომაში და ამ სპექტაკლში მონაწილეობა რატომ მიიღეთ, იქნება აგვიხსნათ. ამან კონფლიქტები გამოიწვია ოჯახებშიც და სამეგობროებშიც.

ლგბტ კანონთან დაკავშირებით ჩემს წინა გამოსვლაში განვაცხადე, რომ თქვენ, გამიზნულად აარიდეთ თავი და მესამე მოსმენაზე თქვენი პარტია საერთოდ არ შემოსულა და არც ერთი კანონისთვის მხარი არ დაუჭერია, ხომ ასე იყო? იქნებ განუმარტოთ საზოგადოებას, თქვენ მხარს უჭერთ თუ არა ანტი-ლგბტ პროპაგანდის კანონს, თუ მომხრე ხართ ლგბტ პროპაგანდის საქართველოში? დრო მოვიდა, ადრე თუ გვიან უნდა უთხრათ საზოგადოებას, მხარს უჭერთ ამ კანონს თუ ემიჯნებით“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი ამერიკელი სამხედროებისთვის რელიგიურ ლიდერებთან ერთად ლოცულობს
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა: სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
გია აბაშიძე: წარსულში საქართველოს მმართველი პარტიის კრიტიკოსმა სენატორმა მალინმა მისი პოზიციის შეცვლა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან უკეთესი ურთიერთობით ახსნა
ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ვიზიტს შეერთებულ შტატებში Politico ეხმიანება
არქივი